Notice: register_sidebar_widget გაუქმებულია დაწყებული ვერსიიდან 2.8! ამის მაგივრად გამოიყენთ wp_register_sidebar_widget(). in /home/georgiac/domains/georgia-ccm.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 3303
georgiac
იანვარი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« აპრ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
არქივები

Author Archive

2019 წლის 4 ივნისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში  ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 93-ე სხდომა გაიმართა. სხდომის მსვლელობისას წარდგენილ და განხილულ იქნა გლობალური ფონდის ტბ და აივ/შიდსის გრანტების მიმდინარეობის სტატუსი,  ინფორმაცია EECA წარმომადგენლობის შეხვედრისა და გლობალური ფონდის საბჭოს 41 -ე  შეხვედრის თაობაზე, აივ/შიდსით ავადმყოფების მკურნალობისა და მოვლის სერვისების ოპტიმიზაციის საკითხი, ანგარიში საზედამხედველო აქტივობების შესახებ,  ინფორმაცია „გაეროს ერთიანი პოზიცია ინტერსექტორული თანამშრომლობის გზით აივ-შიდსის, ტუბერკულოზის, ვირუსული ჰეპატიტების დასრულებისათვის“ შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

2019 წლის 31 მაისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში გაიმართა ქსს-ს განახლებული საზედამხედველო კომიტეტის პირველი შეხვედრა.

წარდგენილ და განხილულ იქნა ზედამხედველობის პრინციპები, განხილულ იქნა 2018 წლის მე-4 კვარტალის და 2019 წლის 1 კვარტალის აივ და ტბ პროგრამების დეშბორდები.  გლობალური ფონდის პროგრამების განხორციელების მიმდინარე სტატუსი.

 

2019 წლის 29 იანვარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 92- სხდომა გაიმართა. სხდომის მსვლელობისას წარდგენილ იქნა ინფორმაცია ტუბერკულოზის სამკურნალო გაიდალაინის განახლების თაობაზე ჯანმოს 2018 წლის დეკემბრის რეკომენდაციების შესაბამისად, გლობალური ფონდის ტბ და აივ/შიდსის გრანტების მიმდინარეობა, ახალი საგრანტო ხელშეკრულებების მზადების პროცესი, ანგარიში საზედამხედველო აქტივობების შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

2019 წლის 25 იანვარს განხორციელსა საზედამხედველო კომიტეტის ვიზიტი ბორჯომის სკრინინგ კაბინეტში. ვიზიტის მიზანი იყო გლობალური ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის განხორცილების მიმდინარე სტატუსის შესწავლა.