Archive for the ‘1’ Category
2018 წლის 18 მაისს საქართელოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 90-ე სხდომა გაიმართა. სხდომის მსვლელობისას წარდგენილ და განხილულ იქნა შიდსის და ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიული გეგმების სამუშაო ვერსია, ინფორმაცია გლობალური ფონდის გრანტების მიმდინარეობის შესახებ, მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში ჯანმოს ევროპის რეგიონში აივ ინფექცია/შიდსის საკითხებზე გამართული შეხვედრის ძირითადი შედეგები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. სხდომის მსვლელობისას მოხდა საბჭოს განახლების ფარგლებში მიღებული განაცხადების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება.
2018 წლის 16 მაისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შენობაში პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის რიგით მე-14 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიული გეგმების სამუშაო ვერსია, ქსს გარდამავალი გეგმის სამუშაო ვერსია.
საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს განცხადება საბჭოს შემადგენლობის განახლების თაობაზე
საბჭოს შემადგენლობის განახლების მიზნით საბჭო იწვევს აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამ დაავადებებით დაზარალებულ ჯგუფებსა და ამჟამად დაავადების მატარებელ ან წარსულში ნამკურნალებ პაციენტებს გამოხატონ საბჭოში მუშაობის ინტერესი და წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატი საბჭოში გასაწევრიანებლად. მოწვევა შეეხება შემდეგ პოზიციებს:
- აივ/შიდსის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები (როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი)- 3 წევრი
- ტბ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები (როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი) – 1 წევრი
- აივ/შიდსით დაზარალებული ჯგუფები – 2 წევრი
- ტბ დაზარალებული ჯგუფი – 1 წევრი
- აივ-ინფიცირებული პირი – 1წევრი
- ტუბერკულოზით ამჟამად დაავადებული ან წარსულში ნამკურნალები პირი – 1წევრი
საბჭოში განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2018 წლის 30 აპრილის 18:00 საათი. მითითებული ვადის შემდეგ შემოსული განაცხადები აღარ განიხილება. განცხადების სრული ტექსტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
http://www.georgia-ccm.ge/wp-content/uploads/2-CCM-Full-Text-of-Renewal-Announcement-Geo1.pdf
განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
http://www.georgia-ccm.ge/wp-content/uploads/3-CCM-Renewal-ApplicationForm-Final-GEO.pdf
2018 წლის 29 მარტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შენობაში პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის რიგით მე-13 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიული გეგმების მონახაზისა და სამუშაო პროცესის ფორმატზე შეთანხმება.