Archive for the ‘1’ Category
2017 წლის 29 მაისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ქვეყანაში ტუბერკულოზის სფეროში კლინიკური კვლევების კოორდინაციის ჯგუფის მეექვსე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო სფეროში დაგეგმილი და მიმდინარე კვლევების შესახებ განახლებული სტატუსის წარდგენა.
2017 წლის 24 მაისს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს საზედახედველო კომიტეტის მორიგი შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს აივ/შიდსის და ტუბერკულოზის 2016 წლის ოქტომბერი– დეკემბერი პერიოდის (პ2) და 2017 წლის მარტი-იანვარი (აივ – პ3, ტბ – პ1)პერიოდის დეშბორდები.
2017 წლის 11 მაისს საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს გარდამავალი პერიოდის გეგმის თაობაზე გლობალური ფონდის უკუკავშირის დოკუმენტის განხილვა და შემოთავაზებულ ცვლილებებსა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით პასკ–ის კომენტარების შემუშავება.