Archive for the ‘1’ Category
2016 წლის 22 მარტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე” ორგანიზებით თბილისში ტუბერკულოზის მე-5 რეგიონული სიმპოზიუმი გაიხსნა.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ: http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=29&info_id=2678
2016 წლის 9 მარტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 82-ე სხდომა გაიმართა.
სხდომის მსვლელობისას მოხდა მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება დაფინანსების ახალი მოდელის ფარგლებში შიდსისა და ტუნერკულზოს პროგრამბეს შორის დაფინენსების გადანაწილების გადახედვის თაობაზე, წარდგენილ იქნა საზედამხედველო კომიტეტის ანგარიში და გრანტების განხორციელების ჩარჩო, დამტკიცდა პოლიტიკისა და ადვოკატირების კომიტეტის შემადგენლობა, ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელის წარმომადგენლის მიერ აუდიტორიას წარედგინა გლობალური ფონდის რეგიონული პროგრამის „ზიანის შემცირება მუშაობს – დააფინანსეთ! „ განხორციელების სტატუსი და ზიანის შემცირების პროგრამების დაფინანსების პერსპექტივა გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით. განხილულ იქნა გლობალური ფონდის დაფინანსებული პროექტების განხორციელების მიმდინარე სტატუსი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
2016 წლის 7 მარტს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს საზედახედველო კომიტეტის მორიგი შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს აივ/შიდსის და ტუბერკულოზის მე-7 პერიოდის (2015 წლის 1 ოქტომბერი– 2015 წლის 31 დეკემბერი) საზედამხედველო ჩარჩო. შეხვედრის დროს განხილულ იქნა გლობალური ფონდის პროექტების მიმდინარე სტატუსი.
2016 წლის 24 თებერვალს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული გენდერული საკითხებისადმი მიძღვნილი ერთდღიანი ვორქშოპი ჩატარდა.