სექტემბერი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
არქივები

Archive for the ‘1’ Category

2018 წლის 13 დეკემბერს გაიმართა საზედამხედველო ვიზიტი თანასწორობის მოძრაობის ოფისში. ვიზიტი მიზნად ისახავდა გლობალური ფონდის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის მიმდინარეობის შეფასებას.

 

2018 წლის 10 დეკემბერს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ოფისში გაიმართა საზედახედველო კომიტეტის მორიგი შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს აივ/შიდსის და ტუბერკულოზის 2018 წლის მე-2 და მე-3 კვარტალის დეშბორდები.

 

2018 წლის 20 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 91-ე სხდომა გაიმართა. სხდომის მსვლელობისას დამტკიცდა  2019-2022 წწ შიდსის და ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიული გეგმები, 2019-2022 ალოკაციის პერიოდში პროგრამებს შორის თანხების განაწილება, შეთანხმდა პროგრამების გაგრძელების მოთხოვნის დოკუმენტები.

 

პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის შეხვედრა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სამოქალაქო საზოგადოების გაფართოებული წარმომადგენლობით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში 2018 წლის 16 ივლისს გაიმართა. წარდგენილ და განხილულ იქნა აივ/შიდსის და ტბ პროგრამების გაგრძელების მოთხოვნები, აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სტრატეგიული გეგმების საბოლოო ვერსიაზე შემოსული კომენტარები და მათზე უკუგება.