Notice: register_sidebar_widget გაუქმებულია დაწყებული ვერსიიდან 2.8! ამის მაგივრად გამოიყენთ wp_register_sidebar_widget(). in /home/georgiac/domains/georgia-ccm.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 3303
1
იანვარი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« აპრ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
არქივები

Archive for the ‘1’ Category

2017 წლის 25 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს საზედახედველო კომიტეტის მორიგი შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს აივ/შიდსის და ტუბერკულოზის 2017 წლის მეორე კვარტალის დეშბორდები.

 

გლობალური ფონდის ალოკაციის წერილის საპასუხოდ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭომ წამოიწყო გლობალურ ფონდში წარსადგენი ტუბერკულოზის და აივ/შიდსის პროგრამების გაგრძელების მოთხოვნის შემუშავების პროცესის კოორდინირება.

ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილ პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტს მიენიჭა განაცხადების მზადების პლატფორმის როლი. ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური მონაწილეობისა და დიალოგის რეჟიმის უზრუნველყოფის მიზნით ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო აფართოვებს  პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის შემადგენლობას.

საკოორდინაციო საბჭო მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების, განსაკუთრებით კი დაზარალებული მოსახლეობის ჩართვას სამუშაო პროცესში.

გთხოვთ გამოაგზავნოთ განცხადება კომიტეტში წევრის სტატუსის ჩართვის თაობაზე სამდივნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin.ccm@caucasus.net (ასლი: secretary@ccm.caucasus.net) არაუგვიანეს მიმდინარე წლის 8 სექტემბრისა.

2017 წლის 15 ივნისს საზედამხედველო კომიტეტმა განახორციელა ვიზიტი ტუბერკულოზის მობილურ ამბულატორიაში.

ვიზიტის მიზნად ისახავდა პროექტის აქტივობების და გლობალურიფონდის მხარდაჭერით მიმდინარე ტუბერკულოზის პროექტის მიმდინარეობის განხილვას.


 

2017 წლის 29 მაისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ქვეყანაში ტუბერკულოზის სფეროში კლინიკური კვლევების კოორდინაციის ჯგუფის მეექვსე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო სფეროში დაგეგმილი და მიმდინარე კვლევების შესახებ განახლებული სტატუსის წარდგენა.