Archive for the ‘1’ Category
2016 წლის 12 ოქტომბერს საზედამხედველო კომიტეტმა განახორციელა ვიზიტი MSM რესურს ცენტრში. ვიზიტის მიზნად ისახავდა განხორციელებული აქტივობების და გლობალური ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე შიდსის პროექტის მიმდინარეობის განხილვას.
გლობალური ფონდის დაფინანსების მიმდინარე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ტუბერკულოზის რეგიონული პროექტის ჯანმრთელობის სისტემების გაძლიერების (TB-REP/HSS) პროექტის ფარგლებში 2016 წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა ეროვნული სამუშაო ჯგუფი
2016 წლის 22 აგვისტოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ქვეყანაში ტუბერკულოზის სფეროში კლინიკური კვლევების კოორდინაციის ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო სფეროში დაგეგმილი და მიმდინარე კვლევების შესახებ განახლებული სტატუსის წარდგენა.
2016 წლის 15 ივნისს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 83-ე სხდომა გაიმართა.
სხდომის მსვლელობისას მოხდა შეთანხმება გარდამავალი პერიოდის მდგრადობის გეგმის მონახაზის შესახებ, დამტკიცდა საზედამხედველო კომიტეტის ახალი შემადგენლობა, მოსმენილ იქნა ინფორმაცია გლობალური ფონდის გრანტების მიმდინარეობის სტატუსის შესახებ.