სექტემბერი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
არქივები

Archive for the ‘1’ Category

2016 წლის 7 მარტს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს საზედახედველო კომიტეტის მორიგი შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს აივ/შიდსის და ტუბერკულოზის მე-7 პერიოდის (2015 წლის 1 ოქტომბერი– 2015 წლის 31 დეკემბერი) საზედამხედველო ჩარჩო. შეხვედრის დროს განხილულ იქნა გლობალური ფონდის პროექტების მიმდინარე სტატუსი.

2016 წლის 24 თებერვალს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული გენდერული საკითხებისადმი მიძღვნილი ერთდღიანი ვორქშოპი ჩატარდა.

2016 წლის 17 თებერვალს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი.

შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დონორი ორგანიზაციების, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სხვა სამთავრობო უწყებების, გლობალური ფონდის, ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების აივ ინფიცირებულთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო ეძებს  კვალიფიციურ კანდიდატს საბჭოს წევრებისათვის და სამდივნოსათვის გენდერის საკითხებზე ერთდღიანი ვორქშოპის ჩასატარებლად. განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადა: 2016 წლის 30 იანვარი.

გთხოვთ იხილოთ განცხადების სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე შემდეგ ბმულზე: http://www.georgia-ccm.ge/?p=2234&lang=en