Notice: register_sidebar_widget გაუქმებულია დაწყებული ვერსიიდან 2.8! ამის მაგივრად გამოიყენთ wp_register_sidebar_widget(). in /home/georgiac/domains/georgia-ccm.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 3303
1
იანვარი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« აპრ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
არქივები

Archive for the ‘1’ Category

2021 წლის 23 თებერვალს გაიმართა ქსს-ს  საზედამხედველო კომიტეტის საველე შეხვედრა ონლაინ ფორმატში.

შეხვედრის დროს განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: კოვიდ პანდემიის გავლენა სათემო ორგანიზაციების მუშაობაზე; კოვიდ პანდემიის გავლენა ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა გამოვლენასა და დამყოლობაზე.

 

გლობალური ფონდის დახმარებას საქართველოში ტუბერკულოზისა და აივ-შიდსის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება.

ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო იწყებს განხორციელების ახალი ციკლისთვის (2022-2025 წწ) გლობალურ ფონდში წარსადგენი აივ/ტუბერკულოზის გაერთიანებული განაცხადის შემუშავების პროცესს.

მნიშვნელოვანია, განაცხადის შემუშავდებაში ჩართული იყოს ყველა დაინტერესებული მხარე დიალოგის რეჟიმში.

საკოორდინაციო საბჭო მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების, განსაკუთრებით კი ტუბერკულოზითა და შიდსით დაზარალებული მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას სამუშაო პროცესში.

ქვეყნის განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადაა 2021 წლის 15 აგვისტო.

საბჭო მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან დაიწყებს დაინტერესებული მხარეებიდან იდეების/პროექტების მიღებას, რომელთაგან შერჩეული  პროექტები განხილული და შეტანილი იქნება ქვეყნის განაცხადში.   განცხადება საპროექტო წინადადებების მიღების თაობაზე დამატებით გამოქვეყნდება საბჭოს ვებ-გვერდზე. დეტალური ინფორმაცია აპლიკაციის პროცესზე ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.theglobalfund.org/en/funding-model/applying/

 

 

გლობალურმა ფონდმა COVID-19-თან გლობალურ ბრძოლაში ქვეყნების  მხარდასაჭერად 1მლრდ აშშ დოლარი გამოყო.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თაოსნობით, გლობალური ფონდი მუშაობს 100-ზე მეტ ქვეყანასთან საპასუხო ღონისძიებების გლობალური კოორდინირებისთვის.

გლობალური ფონდის ქვეყნების მხარდასაჭერად პანდემიასთან ბრძოლაში გლობალური ფონდის მიერ გამოყოფილი თანხები ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომია მიმდინარე გრანტების ფარგლებში (grant flexibilities) და  COVID-19-თან ბრძოლის მექანიზმის (COVID-19 Response Mechanism) ფარგლებში.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.theglobalfund.org/en/unite-to-fight/

შეკითხვებით, დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით გთხოვთ მიმართოთ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს:

secretary@georgia-ccm.ge

admin@georgia-ccm.ge

 

 

კორონავირუსი (COVID-19)

სასარგებლო ცხელი ხაზები და ბმულები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრი: 1505

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი: 116001

ოფიციალური საინფორმაციო არხი:

https://stopcov.ge/

გლობალური ფონდის საპასუხო მექანიზმი: https://www.theglobalfund.org/en/unite-to-fight/