ნოემბერი 2012
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    დეკ »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
არქივები

Archive for ნოემბერი, 2012

2012 წლის 10 ნოემბერს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა შეხვედრა, რომლის მსვლელობისას განხილულ იქნა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გლობალური ფონდის დაფინანსებით მიმდინარე აივ/შიდსის პროგრამის შეფასების წინასწარი შედეგები. სხდომას უძღვებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბ-ნი დავით სერგეენკო. შეხვედრას ესწრებოდნენ გლობალური ფონდის წარმომადგენლები, საბჭოს წევრები, დარგის წამყვანი ექსპერტები.

2012 წლის 1 ნოემბერს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სხდომათა დარბაზში საბჭოს რიგით მე-60 სხდომა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, ქვეყნის პირველი ლედი ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვსი. ქალბატონმა სანდრამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ბ-ნ დავით სერგეენკოს, საბჭოს წევრებს და მოწვეულ სტუმრებს გააცნო საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და საქართველოს ჯანდაცვის სექტორში მის მიერ განხორციელებული ინიციატივები. საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ქალბატონი სანდრას მიერ საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს თანამდებობაზე წარდგენილ ბ-ნ დავით სერგეენკოს კანდიდატურას. სხდომის მსვლელობისას განხილულ იქნა გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და 2013-2015 წწ ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიის და სამუშაო გეგმის დოკუმენტის შემუშავების მიმდინარე სტატუსი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.