იანვარი 2015
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« დეკ   თებ »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
არქივები

Archive for იანვარი, 2015

ტუბერკულოზისა და აივ-შიდსის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში საქართველოს არსებით დახმარებას უწევს შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი. გლობალურ ფონდთან თანამშრომლობის გაგრძელებისა და დამატებითი დაფინანსების მისაღებად შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობით დაიწყო განაცხადების (ე.წ. კონცეფციის დოკუმენტების) შემუშავება. განაცხადები ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური მონაწილეობისა და დიალოგის რეჟიმში მზადდება. სამთავრობო და არასამთავრობო, აგრეთვე დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ჩამოყალიბდა ორი სამუშაო ჯგუფი. აივ/შიდსის ჯგუფი 2015 წლის 20 აპრილამდე შეიმუშავებს აივ/შიდსის, ხოლო ტუბერკულოზის ჯგუფი 2015 წლის 15 ივლისამდე მოამზადებს ტუბერკულოზის განაცხადს გლობალურ ფონდში წარსადგენად. საკოორდინაციო საბჭო მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების, განსაკუთრებით კი ტუბერკულოზითა და შიდსით დაზარალებული მოსახლეობის ჩართვას სამუშაო პროცესში. ჯგუფების შეხვედრები ღიაა და მასზე დასწრება შესაძლებელია ყველა დაინტერესებული მხარისთვის.   

დეტალური ინფორმაცია გლობალური ფონდის დაფინანსების ახალი მოდელის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.theglobalfund.org/en/fundingmodel/

შეკითხვებით და დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით გთხოვთ მიმართოთ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს:

ირინა გრძელიძე, აღმასრულებელი მდივანი. secretary@ccm.caucasus.net ტელ: 51 00 11 (0615);

ნათია ხონელიძე, ადმინისტრაციული ასისტენტი. admin.ccm@caucasus.net. ტელ: 51 00 11 (0616)


 

2014 წლის 28 ნოემბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 75-ე სხდომა გაიმართა.

სხდომას უძღვებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, ბ-ნი დავით სერგეენკო.

სხდომის მსვლელობისას საზედამხედველო  კომიტეტმა წარადგინა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის გრანტების საზედამხდეველო ინსტრუმნეტი (დეშბორდი). ინსტრუმენტი შემუშავდა GIZ-ის ტექნიკური დახმარებით.

სსდომის მსვლელობისას დამტკიცდა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის კონცეფციის დოკუმენტების შემუშავების სამუშაო ჯგეფების შემადგენლობა. აღინიშნა, რომ ჯგუფების შეხვედრები ღიაა და მასზე დასწრება შესაძლებელია ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

სხდომაზე განხილულ იქნა კონცეფციის მზადების პროცესი, გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.