თებერვალი 2015
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« იან   მარ »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
არქივები

Archive for თებერვალი 2nd, 2015

2015 წლის 29 იანვარს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს

ინიციატივით, გაიმართა აივ/შიდსის და ტუბერკულოზისსფეროში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი.

ფორუმის მიზანი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების, ტუბერკულოზითა და შიდსით

დაზარალებული მოსახლეობის უფრო აქტიურიჩართვა შიდსისა და ტუბერკულოზის ეროვნულისტრატეგიებისა   და გლობალურ

ფონდშიწარსადგენი საგრანტო განაცხადების მომზადებისსამუშაო პროცესში, მათი მოსაზრებების, საჭიროებების

გათვალისწინება და შიდსის და ტუბერკულოზის საპასუხო ღონისძიებებში

ფართოჩართულობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

2015 წლის 30 იანვარს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 76- სხდომაგაიმართა.

სხდომას უძღვებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, -ნი დავით სერგეენკო.

სხდომის მსვლელობისას დამტკიცდა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიული გეგმების პირველი მონახაზი. მიღწეულ იქნა შეთანხმება გლობალური ფონდის გრანტების ძირითადი მიმღები ორგანიზაციის  ნომინაციის/შერჩევის პროცედურის   და კრიტერიუმების თაობაზე .

სხდომაზე განხილულ იქნა გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის სტატუსი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.