Archive for მარტი 25th, 2015
ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ფარგლებში მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის ახალი მკურნალობის სქემების დანერგვის ხელშეწყობისთვის, აშშ საერთაშორისო განვითერების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის ხელშეწყობით ჩატარდა ფთიზიატრების ტრენინგი მკურნალობის საუკეთესო პრაქტიკასთან შეავამისობის, მედიკამენტების ოპტიმალური ეფექტურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
ტრენინგი აისახა “პარტნიორობა შევაჩეროთ ტუბერკულოზის” ბიულეტენში. სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე http://www.stoptb.org/news/frompartners/2015/fp15_037.asp
ტუბერკულოზის პრევენციის პროექტმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან, საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციასა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით უმასპინძლა რამდენიმე ღონისძიებას ტუბერკულოზის მსოფლიო დღის აღსანიშნავად. 2015 წელს ტუბერკულოზის მსოფლიო დღის თემაა: “გამოავლინე 3 მილიონი”. მთავარი ქვე-თემა და გავნილი ამ წელს “გამოავავლინოთ, ვუმმკურნალოთ, განვკურნოთ ყველა”. კამპანია მოიცავდა 1 დღიანი სამეცნიერო კონფერენციას ტუბერკულოზის სპეციალისტებისთვის 2015 წლის 23 მარტს, მაღალი დონის შეხვედრას 24 მარტს, ქუჩის აქციებს სტუდენტების მონაწილეობით და საინფორმაციო მასალების გავრცელებით და მედია კამპანიას.
წყარო: http://tpp.ge/World_TB_Day_2015/b26?lang=geo#.VU-Y2ZNeIgA