მაისი 2015
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« აპრ   ივნ »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
არქივები

Archive for მაისი, 2015

2015 წლის 22 მაისს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ჯგუფის, დაინტერესებული უწყებებისა და ექსპერტების მონაწილეობით „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა  პაკეტის  განხილვა  გაიმართა. ონისძიება  საქართველოს  პარლამენტის  ჯანმრთელობის  დაცვის  და  სოციალურ კითხთა კომიტეტის ინიციატივითა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში ტუბერკულოზის  პრევენციის  პროექტის  მხარდაჭერით გაიმართა.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ: http://www.parliament.ge/ge/media/anonsi/23-maisis-anonsi2015.page

2015 წლის 19 მაისს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს საზედახედველო კომიტეტის მორიგი შეხვედრა.

შეხვედრის დროს განხილულ იქნა გლობალური ფონდის პროექტების მიმდინარე სტატუსი

 

1983 წელს მსოფლიო საზოგადოებამ საფუძველი ჩაუყარა შიდსით დაავადებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღის კამპანიას. ტრადიციულად ეს დღე მაისის მე-3 კვირაში აღინიშნება და დღეისათვის მსოფლიო მოწოდებას 90-ზე მეტი ქვეყანა უერთდება. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღის მიზანია გლობალური საზოგადოების შექმნა აივ/შიდსის წინააღმდეგ, რომელშიც გაერთიანებული იქნება საზოგადოების ყველა ფენა. საქართველო შიდსით დაავადებულთა ხსოვნის მსოფლიო დღეს 1996 წელს შეუერთდა

2015 წლის 8 მაისს ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ეგიდით, არასამთავრობო ორგანიზაცია “Winners’ Club” -ის წარმომადგენლებმა “თბილისის მწვანე სკოლის” მოსწავლეებს ტუბერკულოზის შესახებ საჯარო ლექცია ჩაუტარეს.