მარტი 2016
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« თებ   აპრ »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  
არქივები

Archive for მარტი 29th, 2016

2016 წლის მარტში საქართველოს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭომ პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტი ჩამოაყალიბა, შიდსის და ტუბერკულოზის პროგრამების გლობალური ფონდის დაფინანსებიდან ადგილობივ დაფინანსებაზე შეუფერხებელი გადასვლის მხარდაჭერის მიზნით.

კომიტეტი არ წარმოადგენს  გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს და მას გარდამავალი გეგმის შემუშავებისას ტექნიკური და საკონსულტაციო როლი  ეკისრება.

კომიტეტის მთავარი ფუნქციაა მდგრადობის/გარდამავალი პერიოდის გეგმის შემუშავების და განხორციელების პროცესის წარმართვა შემდეგი არსებითი ასპექტების გათვალისწინებით:

•           ეროვნული ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობისა და მასზე ზეგავლენისთვის სტრატეგიული ფისკალური სივრცის შესწავლა. ასევე იმ სტრატეგიული ინფორმაციის იდენტიფიცირება, რაც აუცილებელია გარდამავალ ეტაპზე და მის შემდგომ პერიოდში ფოკუსირებული ინვესტირებისთვის.

•           ადვოკატირება საკანონმდებლო და ნორმატიული გარემოს გაუმჯობესებისათვის პრევენციისა და მკურნალობის მიწოდების გაუმჯობესებული მხარდაჭერის მიზნით.

•           დაავადებული პირების და ძირითადი დაზარალებული ჯგუფების, ასევე სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებისა და ქსელების დაგეგმვის და გადაწყვეტიების მიღების პროცესებში მზარდი ჩართულობის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება და მხარდაჭერა.

•           ტუბერკულოზისა და აივ-ის პრევენციისა და მკურნალობისთვის საჭირო ძირითადი მედიკამენტების და ჯანმრთელობის დაცვის სხვა პროდუქტების უწყვეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით შესყიდვებთან და მარაგებთან დაკავშირებული რეგულაციების შემუშავება და დანერგვა.

კომიტეტი შედგება 16 წევრისგან. მათ გააჩნიათ სხვადასხვა სფეროებში ექსპერტული ცოდნა და წარმოადგენენ სხვადასხვა სექტორებს, როგორიცაა სათემო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციები, ადგილობრივი და საერთაშორისი არასამთავრობო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები, პაციენტები, სამთავრობო უწყებები.