Archive for February, 2024|Monthly archive page
2024 წლის 28 თებერვალს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს რიგით #102 სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ქსს-ს თავმჯდომარე, ილია ღუდუშაური.
ხდომის მსვლელობისას წარდგენილ და განხილულ იქნა გლობალური ფონდის გრანტების მიმდინარეობა, ინფორმაცია საზედამხედველო აქტივობების შესახებ, ტუბერკულოზის და აივ/შიდსის პროგრამების სახელმწიფო ბიუჯეტით
განსაზღვრული ასიგნებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
საბჭოს შემადგენლობის განახლების მიზნით საბჭო იწვევს აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამ დაავადებებით დაზარალებულ ჯგუფებსა და ამჟამად დაავადების მატარებელ ან წარსულში ნამკურნალებ პაციენტებს გამოხატონ საბჭოში მუშაობის ინტერესი და წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატი საბჭოში გასაწევრიანებლად. მოწვევა შეეხება შემდეგ პოზიციებს:
- აივ/შიდსის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები (როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი)- 3 წევრი
- ტბ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები (როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი) – 2 წევრი
- აივ/შიდსით დაზარალებული ჯგუფები – 2 წევრი (1- ინექციური ნარკომომხმარებლები; 1 - აივ/შიდსით სხვა დაზარალებული ჯგუფი)
- ტბ დაზარალებული ჯგუფი – 1 წევრი
- აივ-ინფიცირებული პირი – 1 წევრი
- ტუბერკულოზით ამჟამად დაავადებული ან წარსულში ნამკურნალები პირი – 1წევრი
საბჭოში განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2024 წლის 12 მარტი, 18:00 საათი. მითითებული ვადის შემდეგ შემოსული განაცხადები აღარ განიხილება.
განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს საბჭოს სამდივნოში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin@georgia-ccm.ge
დოკუმენტაციის სრული ასლი იგზავნება საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან secretary@georgia-ccm.ge
გთხოვთ მიუთითოთ ელექტრონული წერილის სათაურში თუ რომელი პოზიციითს დასაკავებლად არის გამოხატული ინტერესი.
განცახდების სრული ტექტი:
https://www.georgia-ccm.ge/wp-content/uploads/CallonCCMRenewal-Final-Geo3.pdf