2015 წლის 28 აპრილს „ახალი ვექტორის“ შენობაში გაიმართა აივ/შიდსის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა.
საფრანგეთის საექსპერტო სააგენტოს (Expertise France) კონსულტანტმა, ბატონმა ტიმ კლერიმ და შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მმართველობის საკითხები.
მისია, რომლის მიზანია ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მმართველობითი დოკუმენტის შემუშავება მიმდინარეობს საფრანგეთის საექსპერტო სააგენტოს მიერ აღმოჩენილი ტექნიკური დახმარების ფარგლებში