დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა გახსნეს. წელს ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კონფერენცია სლოგანით “გამოავლინე სამი მილიონი” მიმდინარეობდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის მიღწევებისა და ამჟამინდელი გამოწვევების თაობაზე. კონფერენციის მონაწილეები საქართველოში ტუბერკულოზთან ბრძოლის კუთხით არსებულ ვითარებასა დაამ მიმართულებით განსახორციელებელ ცვლილებებზე მსჯელობდნენ. შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამაში მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წყარო: http://www.moh.gov.ge