ივლისი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
არქივები

 

შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო აცხადებს განაცხადთა მიღებას გლობალური ფონდის აივ/შიდსის განახლებული გრანტის (GEO-H- GPIC)  ძირითადი მიმღები  ორგანიზაციის პოზიციაზე.

 

შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო აცხადებს განაცხადთა მიღებას გლობალური ფონდის აივ/შიდსის განახლებული გრანტის (GEO-H- GPIC) ძირითადი მიმღები ორგანიზაციის პოზიციაზე.

პროგრამის განხორციელების პერიოდი: 2013 წლის ივლისი – 2015 წლის დეკემბერი
პრეტენდენტი ორგანიზაცია უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს:

 

- ორგანიზაცია უნდა წარმოადგენდეს დამოუკიდებელ იურიდიულ პირს (ადგილობრივი ორგანიზაცია საჯარო ან კერძო სექტორიდან);

-   ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს დამოუკიდებელი საზედამხედველო საბჭო;

-  ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს გრანტების მიღებისა და გაცემის შესაძლებლობა,      მოქმედი კანომდებლობის შესაბამისად;
-  ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს მოცულობითი  საერთაშორისო გრანტების  მართვის გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში.  შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტების განხორციელებაში მიღებული გამოცდილება განიხილება დამატებით უპირატესობად;

- ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს ორგანიზაციული სტრუქტურა მმართველობის, მენეჯმენტის და ანგარიშგების ეფექტური პროცედურებით;
- ორგანიზაცია დაკომპლექტებული უნდა იყოს შესაბამისი განათლების და   საერთაშორისო პროექტების განხორციელების  გამოცდილების მქონე პერსონალით;

-  ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს შიდა კონტროლის ეფექტური და მოქნილი სისტემები;

-  ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს სათანადო მართვის ელექტრონული სისტემა ელექტრონული ტრანზაქციების განხორციელების, რეგისტრაციის და  ეფექტური ანგარიშგების მიზნით;
-  ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს შესყიდვების ეფექტური სისტემა და, ასევე,  შესყიდვების განხორციელების მყარი გამოცდილება  (მათ შორის სამედიცინო პროდუქტებისა და ფარმაცევტული ნაწარმის);

-  ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს მარაგების მართვის და კონტროლის მოქნილი სისტემა;

-  ორგანიზაციას  უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალ-ტექნიკური ბაზა.
განაცხადის შეტანა (შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციით) უნდა მოხდეს სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში შემდეგ მისამართზე: წერეთლის გამზირი 144; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მე-6 სართული ან შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:admin.ccm@caucasus.net
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა – 2013 წლის 21 იანვარის, დღის 12:00 საათამდე.

Comments are closed.