2015 წლის 27 ნოემბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 81-ე სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ბ-ნი დავით სერგეენკო.
სხდომის მსვლელობისას მოხდა მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება საბჭოს შემადგენლობის განახლების შესახებ. მოსმენილ იქნა ინფორმაცია აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პროგრამული და ფინასური მდგრადობის დაგეგმარების კვლევის შედეგების შესახებ. განხილულ იქნა გლობალური ფონდის დაფინანსებული პროექტების განხორციელების მიმდინარე სტატუსი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.