2016 წლის 17 თებერვალს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი.
შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დონორი ორგანიზაციების, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სხვა სამთავრობო უწყებების, გლობალური ფონდის, ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების აივ ინფიცირებულთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.