2016 წლის 15 ივნისს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 83-ე სხდომა გაიმართა.
სხდომის მსვლელობისას მოხდა შეთანხმება გარდამავალი პერიოდის მდგრადობის გეგმის მონახაზის შესახებ, დამტკიცდა საზედამხედველო კომიტეტის ახალი შემადგენლობა, მოსმენილ იქნა ინფორმაცია გლობალური ფონდის გრანტების მიმდინარეობის სტატუსის შესახებ.