2017 წლის 24 ნოემბერს საქართელოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 88-ე სხდომა გაიმართა.
სხდომის მსვლელობისას განხილულ იქნა გლობალური ფონდის გრანტების მიმდინარეობის სტატუსი, გლობალურ ფონდში წარსადგენი განაცხადების მზადების პროცესი , ქსს-ს გარდამავალი გეგმის სამუშაო ვერსიის მონახაზი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. სხდომის მსვლელობისას პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ წარადგინა ახალი ინიციატივა სახელწოდებით „დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში“.