პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის შეხვედრა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სამოქალაქო საზოგადოების გაფართოებული წარმომადგენლობით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შენობაში 2018 წლის 2 ივლისს გაიმართა. შეხვედრის მსვლელობისას შეთანხმდა აივ და ტუბერკულოზის პროგრამებს შორის გლობალური ფონდის 2017-2019 წლების ალოკაციის პერიოდისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის გაყოფის საკითხი.