2018 წლის 20 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 91-ე სხდომა გაიმართა. სხდომის მსვლელობისას დამტკიცდა 2019-2022 წწ შიდსის და ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიული გეგმები, 2019-2022 ალოკაციის პერიოდში პროგრამებს შორის თანხების განაწილება, შეთანხმდა პროგრამების გაგრძელების მოთხოვნის დოკუმენტები.