2014 წლის 25 სექტემბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 74-ე სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ქ-ნი თამარ გაბუნია.
სხდომის მსვლელობისას მოხდა გლობალური ფონდის მოთხოვნებთან თანხვედრის გეგმის და სამუშაო გეგმის დამტკიცება.
სხდომაზე განხილულ იქნა გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.