2015 წლის 15 აპრილს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 78-ე სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ქ-ნი თამარ გაბუნია.
სხდომის მსვლელობისას მოხდა გლობალური ფონდში წარსადგენი აივ/შიდსის კონცეფციის დოკუმენტის და საქართველოს აივ/შიდსის ეროვნული სტრატეგიის 2016-2018 წწ დამტკიცება. მოსმენილ იქნა ინფორმაცია აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პროგრამული და ფინასური მდგრადობის დაგეგმარების კვლევის შესახებ