2015 წლის 4 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭომ გამართა საკონსულტაციო შეხვედრა ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა საბჭოს განახლებასთან დაკავშირებული საკითხები.
2015 წლის 9 ივლისს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით მე-80 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ბ-ნი დავით სერგეენკო.
სხდომის მსვლელობისას მოხდა გლობალური ფონდში წარსადგენი ტუბერკულოზის კონცეფციის დოკუმენტის და საქართველოს ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიის 2016-2020 წწ დამტკიცება. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საბჭოს განახლების შესახებ განახლების კალენდარის მიხედვით. განხილულ იქნა გლობალური ფონდის დაფინანსებული პროექტების განხორციელების მიმდინარე სტატუსი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
2015 წლის 6 ივლისს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს საზედახედველო კომიტეტის მორიგი შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს აივ/შიდსის და ტუბერკულოზის მე-4 პერიოდის (2015 წლის 1 იანვარი – 2015 წლის 31 მარტი) საზედამხედველო ჩარჩო. შეხვედრის დროს განხილულ იქნა გლობალური ფონდის პროექტების მიმდინარე სტატუსი.