ივლისი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
არქივები

2015 წლის 28 მაისს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 79-სხდომა გაიმართა.

სხდომას უძღვებოდა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ქ-ნი თამარ გაბუნია.

სხდომას დაესწრო გლობალური ფონდის გამგეობის წევრი აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონიდან, ქ-ნი სანდრა ე. რულოვსი. ქ-ნმა რულოვსმა მიაწოდა საბჭოს წევრებს უახლესი ინფორმაცია გლობალური ფონდის გამგეობაში მიმდინარე პროცესების შესახებ და ისაუბრა აღნიშნულის კავშირზე საქართველოს პროექტებთან.

ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელის საინფორმაციო და ტექნიკური მხარდაჭერის დირექტორის მოადგილემ, ქ-ნმა ანა დოვბახმა მიაწოდა წევრებს ინფორმაცია შემოდგომაზე დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრის შესახებ. ბ-ნი იუსტ ვან დერ მეერმა, Phesta (საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეპიდემიოლოგია, სტრატეგია, ქმედება), საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ჰუმანიტარული დახმარების კონსულტანტმა გაუზიარა წევრებს დეტალები  2018 წელს დაგეგმილ შიდსის საერთაშორისო კონფერენციის შესახებ.

საბჭოს წევრებმა მიიღეს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა საფრანგეთის საექპერტო სააგენტოს (Expertise France) ტექნიკური დახმარებით.

სხდომის მსვლელობისას განხილულ იქნა ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიული გეგმა, აივ და ტუბერკულოზის გრანტების მე-3 პერიოდის ზედამხედველობის ინსტრუმენტი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

2015 წლის 22 მაისს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ჯგუფის, დაინტერესებული უწყებებისა და ექსპერტების მონაწილეობით „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა  პაკეტის  განხილვა  გაიმართა. ონისძიება  საქართველოს  პარლამენტის  ჯანმრთელობის  დაცვის  და  სოციალურ კითხთა კომიტეტის ინიციატივითა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში ტუბერკულოზის  პრევენციის  პროექტის  მხარდაჭერით გაიმართა.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ: http://www.parliament.ge/ge/media/anonsi/23-maisis-anonsi2015.page

2015 წლის 19 მაისს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს საზედახედველო კომიტეტის მორიგი შეხვედრა.

შეხვედრის დროს განხილულ იქნა გლობალური ფონდის პროექტების მიმდინარე სტატუსი

 

1983 წელს მსოფლიო საზოგადოებამ საფუძველი ჩაუყარა შიდსით დაავადებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღის კამპანიას. ტრადიციულად ეს დღე მაისის მე-3 კვირაში აღინიშნება და დღეისათვის მსოფლიო მოწოდებას 90-ზე მეტი ქვეყანა უერთდება. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღის მიზანია გლობალური საზოგადოების შექმნა აივ/შიდსის წინააღმდეგ, რომელშიც გაერთიანებული იქნება საზოგადოების ყველა ფენა. საქართველო შიდსით დაავადებულთა ხსოვნის მსოფლიო დღეს 1996 წელს შეუერთდა