9 იანვარი, 2013
დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გლობალური ფონდის დაფინანსებით მიმდინარე აივ/შიდსის პროგრამის შეფასების საბოლოო ანგარიშზე დაყრდნობით დაიწყო აივ პროგრამის განახლებული განაცხადის (GEO-H-GPIC) მზადების პროცესი.
შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო აცხადებს განაცხადთა მიღებას გლობალური ფონდის აივ/შიდსის განახლებული გრანტის (GEO-H- GPIC) ძირითადი მიმღები ორგანიზაციის პოზიციაზე. Read more »
20 დეკემბერი, 2012
ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს 61-ე სხდომა გაიმართა 2012 წლის, 20 დეკემბერს გუდაურში.
სხდომას უძღვებოდა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, ქვეყნის პირველი ლედი ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვსი. სხდომის მსვლელობისას ქ-ნი სანდრა არჩეულ იქნა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ზიანის შემცირების პროგრამის განხორციელების სირთულეები, აივ/შიდსის პოგრამის შეფასების წინასწარი ანგარიშის მიგნებები და რეკომენდაციები, აივ გრანტის განახლებული განაცხადი, ტუბერკულოზის გრანტის განაცხადის წარდგენა, 2013-2015 წწ ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმის პროექტი, საბჭოს საზედამხედველო ფუნქციების გაძლირებისკენ მიმართული ნაბიჯები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განხილულ იქნა სხდომის მსვლელობის დროს.
2012 წლის 10 ნოემბერს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა შეხვედრა, რომლის მსვლელობისას განხილულ იქნა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გლობალური ფონდის დაფინანსებით მიმდინარე აივ/შიდსის პროგრამის შეფასების წინასწარი შედეგები. სხდომას უძღვებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბ-ნი დავით სერგეენკო. შეხვედრას ესწრებოდნენ გლობალური ფონდის წარმომადგენლები, საბჭოს წევრები, დარგის წამყვანი ექსპერტები.