ივლისი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
არქივები

2018 წლის 9 თებერვალს საქართელოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 89-სხდომა გაიმართა.

სხდომის მსვლელობისას განხილულ იქნა ინფორმაცია გლობალური ფონდის გრანტების მიმდინარეობის სტატუსის, გლობალურ ფონდში წარსადგენი განაცხადების მზადების პროცესის შესახებ,  რეპროგრამირების წინადადებები, საზედამხედველო კომიტეტის ანგარიში, და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

 

2018 წლის 1 თებერვალს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს საზედახედველო კომიტეტის მორიგი შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს აივ/შიდსის და ტუბერკულოზის 2017 წლის მესამე კვარტალის დეშბორდები.

 

2018 წლის 25 – 27 იანვარს საზედამხედველო კომიტეტმა განახორციელა საველე ვიზიტი ბათუმში.

ვიზიტის მიზანი იყო გლობალური ფონდის დაფინანსებით მომდინარე პროგრამების განხორციელების სტატუსის შეფასება.

 

2018 წლის 17 იანვარს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ქვეყანაში ტუბერკულოზის სფეროში კლინიკური კვლევების კოორდინაციის ჯგუფის მეშვიდე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო სფეროში დაგეგმილი და მიმდინარე კვლევების შესახებ განახლებული სტატუსის წარდგენა.