ივლისი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
არქივები

ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 86-ე სხდომა

2017 წლის 10აპრილს საქართელოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 86- სხდომა გაიმართა.

სხდომის მსვლელობისას განხილულ იქნა ინფორმაცია გლობალური ფონდის გრანტების მიმდინარეობის სტატუსის შესახებ, საზედამხედველო კომიტეტის ანგარიში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

 


 

2017 წელს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე მიმდინარეობს სლოგანით „გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“

2017 წლის 24 მარტს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  ორგანიზებით გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით ტუბერკულოზის მსოფლიო დღე.

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ბავშვთა ტუბერკულოზის სამკურნალო პედიატრიული განყოფილების გახსნის ცერემონიალი. დავათვალიერებულ იქნა ახალ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეფერენს ლაბორატორიის შენობა.

ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული  ცენტრის შენობა წითლად განათდა.


2017 წლის 24 მარტს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის შემადგენლობაში, ბავშვთა ტუბერკულოზის სამკურნალო განყოფილების ახალი შენობა გაიხსნა. ახალი განყოფილება 21 საწოლზეა გათვლილი და ბენეფიციარების საჭიროებებზე მაქსიმალურად არის მორგებული.


 

 

2017 წლის 23 მარტს, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე გაკეთდა მოხსენებები ტუბერკულოზის დარგში ახალი სამკურნალო და დიაგნოსტიკური საშუალებების, ასევე მეცნიერების კუთხით საერთაშორისო და საქართველოს გამოცდილების და უახლესი ტენდენციების შესახებ.