ივლისი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
არქივები

2015 წლის 27 ნოემბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 81-ე  სხდომა გაიმართა.

სხდომას უძღვებოდა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ბ-ნი დავით სერგეენკო.

სხდომის მსვლელობისას მოხდა მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება საბჭოს შემადგენლობის განახლების შესახებ.  მოსმენილ იქნა ინფორმაცია აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პროგრამული და ფინასური მდგრადობის დაგეგმარების კვლევის შედეგების შესახებ. განხილულ იქნა გლობალური ფონდის დაფინანსებული პროექტების განხორციელების მიმდინარე სტატუსი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

2015 წლის 25 ნოემბერს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს საზედახედველო კომიტეტის მორიგი შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს აივ/შიდსის და ტუბერკულოზის მე-6 პერიოდის (2015 წლის 1 ივლისი – 2015 წლის 30 სექტემბერი). საზედამხედველო ჩარჩო. შეხვედრის დროს განხილულ იქნა გლობალური ფონდის პროექტების მიმდინარე სტატუსი.

2015 წლის 16 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს საზედახედველო კომიტეტის მორიგი შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს აივ/შიდსის და ტუბერკულოზის მე-5 პერიოდის (2015 წლის 1 აპრილი – 2015 წლის 30 ივნისი) საზედამხედველო ჩარჩო. შეხვედრის დროს განხილულ იქნა გლობალური ფონდის პროექტების მიმდინარე სტატუსი.

2015 წლის 23 სექტემბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ქვეყანაში ტუბერკულოზის სფეროში კლინიკური კვლევების კოორდინაციის ჯგუფის პირველი შეხვედრა . ჯგუფი შექმნილია საბჭოს 2015 წლის 28 მაისის, # 79 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე. ჯგუფის ძირითადი მიზანია ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების კოორდინირება და მათი ქვეყანაში დანერგვის ხელშეწყობა. ჯგუფში გაერთიანებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამნეტის,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის, საქართველოს ფთიზიატრთა  და პულმონოლოგთა ასოციაციის,  ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და ტუბერკულოზით დაავადებული ყოფილი პაციენტი. პირველი სხდომა მიეძღვნა ტუბერკულოზის მკურნალობის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი კვლევების მიმოხილვას.

ჯგუფის მუშაობა ღიაა და დაინტერესებულ მხარეებს დამატებითი ინფორმაციისათვის  შეუძლიათ მიმართონ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: admin.ccm@caucasus.net და secretary@ccm.caucasus.net