ივლისი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
არქივები

ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ფარგლებში მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის ახალი მკურნალობის სქემების დანერგვის ხელშეწყობისთვის, აშშ საერთაშორისო განვითერების  სააგენტოს მიერ დაფინანსებული ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის ხელშეწყობით ჩატარდა ფთიზიატრების  ტრენინგი მკურნალობის საუკეთესო პრაქტიკასთან შეავამისობის, მედიკამენტების ოპტიმალური ეფექტურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

ტრენინგი აისახა “პარტნიორობა შევაჩეროთ ტუბერკულოზის” ბიულეტენში. სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე http://www.stoptb.org/news/frompartners/2015/fp15_037.asp

ტუბერკულოზის პრევენციის პროექტმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან, საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციასა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით უმასპინძლა რამდენიმე ღონისძიებას ტუბერკულოზის მსოფლიო დღის აღსანიშნავად.  2015 წელს ტუბერკულოზის მსოფლიო დღის თემაა: “გამოავლინე 3 მილიონი”. მთავარი ქვე-თემა და გავნილი ამ წელს “გამოავავლინოთ, ვუმმკურნალოთ, განვკურნოთ ყველა”. კამპანია მოიცავდა 1 დღიანი სამეცნიერო კონფერენციას ტუბერკულოზის სპეციალისტებისთვის 2015 წლის 23 მარტს, მაღალი დონის შეხვედრას 24 მარტს,  ქუჩის აქციებს სტუდენტების მონაწილეობით და საინფორმაციო მასალების  გავრცელებით და მედია კამპანიას.

 

წყარო: http://tpp.ge/World_TB_Day_2015/b26?lang=geo#.VU-Y2ZNeIgA

2015 წლის 6 მარტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 77-სხდომა გაიმართა.

სხდომას უძღვებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, ბ-ნი დავით სერგეენკო.

სხდომას ესწრებოდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და საფრანგეთის 5% ინიციატივის ექსპერტები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა წარადგინეს აივ/შიდსის

პროგრამის შეფასების პირველადი შედეგები.განსაკუთრებული ყურადღება მიეძღვნა სერვისების მიწოდების საკთხს. საფრანგეთის 5% ინიციატივის ექსპერტებმა განსახილველადწარადგინეს

აივ/შიდსის ეროვნული სტრატეგია.მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დაგეგმილია სტრატეგიის დოკუმენტის დამტკიცება საბჭოს მიერ.

გაიმართა მსჯელობა შიდსის და ტუბერკულოზის პროგრამებს შორის გლობალური ფონდის მიერ გათვალისწინებული ჯამური თანხის გადანაწილების შესაძლო მოდელების შესახებ.

სხდომაზე მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გლობალური ფონდის გრანტების არსებული ძირითადი მიმღები-ორგანიზაციის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივიჯანმრთელობის ეროვნული

ცენტრის მიერ დაფინანსების ახალი მოდელის ფარგლებში ორგანიზაციაზე დაკისრებული როლის გაგრძელების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული საბჭოს მიერ ძირითადი მიმღები ორგანიზაციის

გლობალური ფონდის მიერ განმახორციელებელისათვის დაწესებული მინიმალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის ფართომასშტაბიანი განხილვის შედეგად. საბჭოს წევრებმა, რომლის მიმართ არ დაფიქსირდა

ინტერესთა კონფლიქტის არსებობა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, ფარული კენჭისყრის მეშვეობით ერთხმად მისცეს ხმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული

ცენტრის გლობალური ფონდის აივ/შიდსის და ტუბერკულოზის გრანტების ძირითად მიმღებად ნომინირებას.

ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია Xpert MTB / RIF – სისტემის გამოყენება, რომელიც ნახველის გამოკვლევით ერთდროულად ტუბერკულოზის გამოვლენის და რიფამპიცინის მიმართ რეზისტენტობის დადგენის საშუალებას იძლევა ორი საათის განმავლობაში. ამ რეკომენდაციის შესაბამისად, აღნიშნული ტექნოლოგია პილოტური სახით დაინერგა თბილისში და დაიგეგმა მისი გავრცელება ქვეყნის მასშტაბით 2014 წელს. ამ ინიციატივას ერთობლივად მხარი დაუჭირა გლობალურმა ფონდმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტომ. გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროექტმა შეიძინა დამატებითი ცხრა GeneXpert მანქანა, რომელიც ჩამოვიდა ქვეყანაში 2015 წლის დასაწყისში.  აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტუბერკულოზის პრეენციის პროექტის მხარდაჭერით მოხდა აპარატურის მონტაჟი და ლაბორანტების მომზადება ყველა შერჩეული ლაბორატორიაში, მათ შორის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

2015 წლის 7 თებერვლიდან 11 მარტამდე  9 Xpert MTB / RIF სისტემა დამონტაჟდა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის 7 ლაბორატორიის 16 ლაბორანტს (გორი, ახალციხე, თელავი, ბათუმი, ოზურგეთი, ფოთი, ზუგდიდი) და სასჯელაღსრულების სისტემის 2 ლაბორანტს ჩაუტარდა ტრენინგი.