2019 წლის 29 იანვარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 92-ე სხდომა გაიმართა. სხდომის მსვლელობისას წარდგენილ იქნა ინფორმაცია ტუბერკულოზის სამკურნალო გაიდალაინის განახლების თაობაზე ჯანმოს 2018 წლის დეკემბრის რეკომენდაციების შესაბამისად, გლობალური ფონდის ტბ და აივ/შიდსის გრანტების მიმდინარეობა, ახალი საგრანტო ხელშეკრულებების მზადების პროცესი, ანგარიში საზედამხედველო აქტივობების შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
2019 წლის 25 იანვარს განხორციელსა საზედამხედველო კომიტეტის ვიზიტი ბორჯომის სკრინინგ კაბინეტში. ვიზიტის მიზანი იყო გლობალური ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის განხორცილების მიმდინარე სტატუსის შესწავლა.
2019 წლის 24 იანვარს განხორციელდა საზედამხედველო კომიტეტის ვიზიტი ახალი ვექტორის რუსთავის ოფისში.
ვიზიტის მიზანი იყო გლობალური ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის განხორცილების მიმდინარე სტატუსის შესწავლა.
2018 წლის 13 დეკემბერს გაიმართა საზედამხედველო ვიზიტი აკესოს ოფისში. ვიზიტი მიზნად ისახავდა გლობალური ფონდის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის მიმდინარეობის შეფასებას.