საბჭოს შემადგენლობის განახლების მიზნით საბჭო იწვევს ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგინოს თავიანთი კანდიდატი საბჭოში გასაწევრიანებლად. მოწვევა შეეხება შემდეგ პოზიციებს:
- ტბ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაცია (როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი) – 1 წევრი
საბჭოში განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 10 იანვარი, 18:00 საათი. მითითებული ვადის შემდეგ შემოსული განაცხადები აღარ განიხილება.
განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს საბჭოს სამდივნოში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin@georgia-ccm.ge
დოკუმენტაციის სრული ასლი იგზავნება საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან secretary@georgia-ccm.ge
გთხოვთ მიუთითოთ ელექტრონული წერილის სათაურში - NGO active in TB field.
განცახდების სრული ტექტი და განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
https://www.georgia-ccm.ge/wp-content/uploads/2-text-of-announcement_CallonCCMRenewal-Final-Geo2.pdf
ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო იწყებს დაინტერესებული მხარეებიდან იდეების/პროექტების მიღებას, რომელთაგან შერჩეული პროექტები განხილული და შეტანილი იქნება ახალი სტრატეგიული ციკლისთვის (2026-2028 წწ) გლობალურ ფონდში წარსადგენი აივ/ტუბერკულოზის გაერთიანებულ განაცხადში. გლობალურ ფონდში განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადაა – 2025 წლის თებერვალი. დაფინანსების მოცულობა შეადგენს 16,222,756 აშშ დოლარს ორივე კომპონენტზე. საგრანტო განაცხადი გულისხმობის წინა სტრატეგიული ციკლის ძირითად მიმართულებების შენარჩუნებას და გარკვეულ ცვლილებებს, რომელიც დაეყრდნობა ტექნიკური პარტნიორების რეკომენდაციებს.
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი იდეები/პროექტები არაუგვიანეს მიმდინარე წლის 30 ნოემბრისა სამდივნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: secretary@georgia-ccm.ge; admin@georgia-ccm.ge
საბჭოს შემადგენლობის განახლების მიზნით საბჭო იწვევს ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, აივ-ით დაზარალებულ ჯგუფებს საბჭოში მუშაობის ინტერესი და წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატი საბჭოში გასაწევრიანებლად. მოწვევა შეეხება შემდეგ პოზიციებს:
- ტბ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაცია (როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი) – 1 წევრი
- აივ/შიდსით დაზარალებული ჯგუფები:
MSM-1 წევრი;
აივ/შიდსით სხვა დაზარალებული ჯგუფი – 1 წევრი.
საბჭოში განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2024 წლის 26 აპრილი, 18:00 საათი. მითითებული ვადის შემდეგ შემოსული განაცხადები აღარ განიხილება.
განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს საბჭოს სამდივნოში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin@georgia-ccm.ge
დოკუმენტაციის სრული ასლი იგზავნება საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან secretary@georgia-ccm.ge
გთხოვთ მიუთითოთ ელექტრონული წერილის სათაურში თუ რომელი პოზიციითს დასაკავებლად არის გამოხატული ინტერესი.
განცახდების სრული ტექტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
https://www.georgia-ccm.ge/wp-content/uploads/3-CCM-Renewal-ApplicationForm-Final-GEO3.pdf
2024 წლის 28 თებერვალს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს რიგით #102 სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ქსს-ს თავმჯდომარე, ილია ღუდუშაური.
ხდომის მსვლელობისას წარდგენილ და განხილულ იქნა გლობალური ფონდის გრანტების მიმდინარეობა, ინფორმაცია საზედამხედველო აქტივობების შესახებ, ტუბერკულოზის და აივ/შიდსის პროგრამების სახელმწიფო ბიუჯეტით
განსაზღვრული ასიგნებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.