დეკემბერი 2014
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ნოე   იან »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
არქივები

Archive for დეკემბერი, 2014

2014 წლის 19 სექტემბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 73-ე სხდომა გაიმართა.

სხდომას უძღვებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, ბ-ნი დავით სერგეენკო.

სხდომის მსვლელობისას მოხდა საფრანგეთის 5% ინიციატივის ტექნიკური დახმარებით განხორციელებული საბჭოს გლობალური ფონდის მოთხოვნებთან თანხვედრის და შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგების წარდგენა. საბჭოს წევრების მიერ მოხდა თვით-შეფასების შედეგების დამტკიცება.

სხდომაზე განხილულ იქნა გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

2014  წლის  1 დეკემბერს ექსპო-ჯორჯიაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა და სს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის აივ/შიდსის პრევენციის სამუშაო ჯგუფთან (PTF) ერთად შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში  ერთობლივად   ჩაატარა შიდსის  მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია სლოგანით:

0 აივ ინფექციის ახალი შემთხვევა

0 შიდსით გამოწვეული სიკვდილობის შემთხვევა

0 აივ – ასოცირებული დისკრიმინაცია