მარტი 2015
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« თებ   აპრ »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
არქივები

Archive for მარტი 15th, 2015

ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია Xpert MTB / RIF – სისტემის გამოყენება, რომელიც ნახველის გამოკვლევით ერთდროულად ტუბერკულოზის გამოვლენის და რიფამპიცინის მიმართ რეზისტენტობის დადგენის საშუალებას იძლევა ორი საათის განმავლობაში. ამ რეკომენდაციის შესაბამისად, აღნიშნული ტექნოლოგია პილოტური სახით დაინერგა თბილისში და დაიგეგმა მისი გავრცელება ქვეყნის მასშტაბით 2014 წელს. ამ ინიციატივას ერთობლივად მხარი დაუჭირა გლობალურმა ფონდმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტომ. გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროექტმა შეიძინა დამატებითი ცხრა GeneXpert მანქანა, რომელიც ჩამოვიდა ქვეყანაში 2015 წლის დასაწყისში.  აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტუბერკულოზის პრეენციის პროექტის მხარდაჭერით მოხდა აპარატურის მონტაჟი და ლაბორანტების მომზადება ყველა შერჩეული ლაბორატორიაში, მათ შორის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

2015 წლის 7 თებერვლიდან 11 მარტამდე  9 Xpert MTB / RIF სისტემა დამონტაჟდა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის 7 ლაბორატორიის 16 ლაბორანტს (გორი, ახალციხე, თელავი, ბათუმი, ოზურგეთი, ფოთი, ზუგდიდი) და სასჯელაღსრულების სისტემის 2 ლაბორანტს ჩაუტარდა ტრენინგი.