Archive for March, 2017|Monthly archive page
2017 წელს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე მიმდინარეობს სლოგანით „გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“
2017 წლის 24 მარტს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით ტუბერკულოზის მსოფლიო დღე.
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ბავშვთა ტუბერკულოზის სამკურნალო პედიატრიული განყოფილების გახსნის ცერემონიალი. დავათვალიერებულ იქნა ახალ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეფერენს ლაბორატორიის შენობა.
ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შენობა წითლად განათდა.
2017 წლის 23 მარტს, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე გაკეთდა მოხსენებები ტუბერკულოზის დარგში ახალი სამკურნალო და დიაგნოსტიკური საშუალებების, ასევე მეცნიერების კუთხით საერთაშორისო და საქართველოს გამოცდილების და უახლესი ტენდენციების შესახებ.
2017 წლის 28 თებერვალს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ქვეყანაში ტუბერკულოზის სფეროში კლინიკური კვლევების კოორდინაციის ჯგუფის მეხუთე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო სფეროში დაგეგმილი და მიმდინარე კვლევების შესახებ განახლებული სტატუსის წარდგენა.