Archive for June, 2019|Monthly archive page
2019 წლის 4 ივნისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 93-ე სხდომა გაიმართა. სხდომის მსვლელობისას წარდგენილ და განხილულ იქნა გლობალური ფონდის ტბ და აივ/შიდსის გრანტების მიმდინარეობის სტატუსი, ინფორმაცია EECA წარმომადგენლობის შეხვედრისა და გლობალური ფონდის საბჭოს 41 -ე შეხვედრის თაობაზე, აივ/შიდსით ავადმყოფების მკურნალობისა და მოვლის სერვისების ოპტიმიზაციის საკითხი, ანგარიში საზედამხედველო აქტივობების შესახებ, ინფორმაცია „გაეროს ერთიანი პოზიცია ინტერსექტორული თანამშრომლობის გზით აივ-შიდსის, ტუბერკულოზის, ვირუსული ჰეპატიტების დასრულებისათვის“ შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
2019 წლის 31 მაისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში გაიმართა ქსს-ს განახლებული საზედამხედველო კომიტეტის პირველი შეხვედრა.
წარდგენილ და განხილულ იქნა ზედამხედველობის პრინციპები, განხილულ იქნა 2018 წლის მე-4 კვარტალის და 2019 წლის 1 კვარტალის აივ და ტბ პროგრამების დეშბორდები. გლობალური ფონდის პროგრამების განხორციელების მიმდინარე სტატუსი.