Archive for December, 2019|Monthly archive page
2019 წლის 11 დეკემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში
ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 95-ე სხდომა გაიმართა.
სხდომის მსვლელობისას წარდგენილ და განხილულ იქნა გლობალური ფონდის
ტბ და აივ/შიდსის გრანტების მიმდინარეობა, ანგარიში საზედამხედველო აქტივობების შესახებ,
ქსს-ები ევოლუციასთან დაკავშირებით მიმდინარე ინიციატივები და სხვა მნიშვნელოვანი საკთხები.
2019 წლის 6 დეკემბერს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ოფისში გაიმართა ქსს-ს საზედამხედველო კომიტეტის შეხვედრა.
განხილულ იქნა 2019 წლის აივ და ტბ პროგრამების მე-3 კვარტალის დეშბორდები, გლობალური ფონდის პროგრამების განხორციელების მიმდინარე სტატუსი, საბჭოს გარდამავალი გეგმის სტატუსი.