ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო იწყებს დაინტერესებული მხარეებიდან იდეების/პროექტების მიღებას, რომელთაგან შერჩეული პროექტები განხილული და შეტანილი იქნება ახალი სტრატეგიული ციკლისთვის (2026-2028 წწ) გლობალურ ფონდში წარსადგენი აივ/ტუბერკულოზის გაერთიანებულ განაცხადში. გლობალურ ფონდში განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადაა – 2025 წლის თებერვალი. დაფინანსების მოცულობა შეადგენს 16,222,756 აშშ დოლარს ორივე კომპონენტზე. საგრანტო განაცხადი გულისხმობის წინა სტრატეგიული ციკლის ძირითად მიმართულებების შენარჩუნებას და გარკვეულ ცვლილებებს, რომელიც დაეყრდნობა ტექნიკური პარტნიორების რეკომენდაციებს.
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი იდეები/პროექტები არაუგვიანეს მიმდინარე წლის 30 ნოემბრისა სამდივნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: secretary@georgia-ccm.ge; admin@georgia-ccm.ge
2024 წლის 28 თებერვალს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს რიგით #102 სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ქსს-ს თავმჯდომარე, ილია ღუდუშაური.
ხდომის მსვლელობისას წარდგენილ და განხილულ იქნა გლობალური ფონდის გრანტების მიმდინარეობა, ინფორმაცია საზედამხედველო აქტივობების შესახებ, ტუბერკულოზის და აივ/შიდსის პროგრამების სახელმწიფო ბიუჯეტით
განსაზღვრული ასიგნებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
2023 წლის 27 ივლისს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს რიგით #101 სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ქსს-ს თავმჯდომარე, ილია ღუდუშაური.
ხდომის მსვლელობისას წარდგენილ და განხილულ იქნა გლობალური ფონდის გრანტების მიმდინარეობა, ინფორმაცია საზედამხედველო აქტივობების შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
2022 წლის 8 ნოემბერს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს რიგით მე-100 სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ქსს-ს თავმჯდომარე, ილია ღუდუშაური.
შეხვედრა ესწრებოდნენ, გლობალური ფონდის უფროსი პორტფოლიო მენეჯერი, ტატიანა ვინიჩენკო, გლობალური ფონდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, მონიტორინგის და შეფასების სპეციალისტი, დავით კოკიაშვილი, საკოორდინაციო საბჭოს წევრები, მოწვეული სტუმრები.
სხდომის მსვლელობისას წარდგენის და განხილულ იქნა გლობალური ფონდის მოღვაწეობა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ტუბერკულოზის და აივ/შიდსის პროგრამების სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებები, გლობალური ფონდის ახალი გრანტის განხორციელების მზაობა და გლობალური ფონდის გრანტების მიმდინარეობა, ინფორმაცია მწვანე შუქის მისიის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ტუბერკულოზის სიმპოზიუმის შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.