Notice: register_sidebar_widget გაუქმებულია დაწყებული ვერსიიდან 2.8! ამის მაგივრად გამოიყენთ wp_register_sidebar_widget(). in /home/georgiac/domains/georgia-ccm.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 3303
იანვარი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« აპრ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
არქივები

2015 წლის 24 ივნისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან ერთად გამართა ერთობლივი კონფერენცია თემაზე: „საქართველოში ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევა 2014″.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ: http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=29&info_id=2449

 

2015 წლის 19 ივნისს, URC-ის ოფისში გაიმართა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადეობის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მსვლელობისას მოხდა ტუბერკულოზის კონცეფციის დოკუმენტის პრიორიტეტებზე მსჯელობა და იმ სფეროების იდენტიფიცირება, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა.

2015 წლის 16 ივნისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელს (EHRN) შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს 2015 წლის 29 სექტემბერიდან – 1 ოქტომბერის პერიოდში საქართველოში, როგორც რეგიონში ლიდერ ქვეყანაში, მაღალი დონის რეგიონული შეხვედრის ჩატარებას აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის  საპასუხი ღონისძიებების გარდამავალ გეგმის და პროგრამების მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.

2015 წლის 8 ივნისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში გაიმართა გლობალური ფონდის წარმომადგენლების შეხვედრა ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიული გეგმისა და გლობალური ფონდის დაფინანსების მისაღებად განაცხადის (ე.წ. კონცეფციის დოკუმენტის)  შემუშავების მიზნით მოქმედი ჯგუფის წევრებთან.

გლობალური ფონდის წარმომადგენლებმა გაუზიარეს შეხვედრის მონაწილეებს მე-5 ციკლის კონცეფციის დოკუმენტების ტექნიკური პანელის განხილვის რეკომენდაციები.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს სტრატეგიის და კონცეფციის დოკუმენტის ძირითად მიმართულებებზე  და გლობალური ფონდის პროგრამების ეფექტიანობის გაზრდის გზებზე.