COVID-19: სოლიდარობის გზავნილი/ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 2020
გთხოვთ იხილოთ: http://tbgeo.ge/covid-19-a-message-of-solidarity-on-world-tb-day-2020/
პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში 2020 წლის 11 მარტს გაიმართა. შეხვედრის მსჯელობის საგანს წარმოადგენდა სპექტრუმის გამოყენებით აივ ინფექცია/შიდსის ღონისძიებების შეფასება და დაგეგმვა.
2020 წლის 13 თებერვალს სასტუმრო ჰოლიდეი ინ ში გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული სამოქალაქო
საზოგადოების ფორუმი.
ფორუმის მიზანია აივ/შიდსის, ტუბერკულოზის და C ჰეპატიტის ეროვნული საპასუხო ღონისძიებების და სამოქალაქო საზოგადოების როლის განხილვა, თემის მიერ დანახული გამოწვევების და საჭიროებების წარდგენა და მსჯელობა.
შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს წევრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, სამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
2020 წლის 22-24 იანვარს განხორციელსა საზედამხედველო კომიტეტის
ვიზიტი ზუგდიდსა და ბათუმში.
ვიზიტის მიზანი იყო გლობალური ფონდის
მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის და
მიმდინარე ინიციატივების განხორცილების სტატუსის შესწავლა.