ივლისი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
არქივები

საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს განცხადება საბჭოს შემადგენლობის განახლების თაობაზე

საბჭოს შემადგენლობის განახლების მიზნით საბჭო იწვევს აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამ დაავადებებით დაზარალებულ ჯგუფებსა და ამჟამად დაავადების მატარებელ ან წარსულში ნამკურნალებ პაციენტებს გამოხატონ საბჭოში მუშაობის ინტერესი და წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატი საბჭოში გასაწევრიანებლად. მოწვევა შეეხება შემდეგ პოზიციებს:

  • აივ/შიდსის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები (როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი)- 3 წევრი
  • ტბ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები (როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი) – 1 წევრი
  • აივ/შიდსით დაზარალებული ჯგუფები – 2 წევრი
  • ტბ დაზარალებული ჯგუფი – 1 წევრი
  • აივ-ინფიცირებული პირი – 1წევრი
  • ტუბერკულოზით ამჟამად დაავადებული ან წარსულში ნამკურნალები პირი – 1წევრი

 

საბჭოში განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2018 წლის 30 აპრილის 18:00 საათი. მითითებული ვადის შემდეგ შემოსული განაცხადები აღარ განიხილება. განცხადების სრული ტექსტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

http://www.georgia-ccm.ge/wp-content/uploads/2-CCM-Full-Text-of-Renewal-Announcement-Geo1.pdf

განაცხადის ფორმა  ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

http://www.georgia-ccm.ge/wp-content/uploads/3-CCM-Renewal-ApplicationForm-Final-GEO.pdf

 

2018 წლის 29 მარტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შენობაში პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის რიგით მე-13 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიული გეგმების მონახაზისა და სამუშაო პროცესის ფორმატზე შეთანხმება.

 

2018 წლის 23 თებერვალს საზედამხედველო კომიტეტმა განახორციელა საველე ვიზიტი გორში.

ვიზიტის მიზანი იყო გლობალური ფონდის დაფინანსებით მომდინარე პროგრამების განხორციელების სტატუსის შეფასება.

 

2018 წლის 20 თებერვალს სასტუმრო ჰოლიდეი ინ-ში გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი.

ფორუმი გახსნა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ბატონმა დავით სერგეენკომ.

ფორუმზე განხილულ იქნა შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:  სახელმწიფოს მხრიდან გარდამავალი პერიოდის მხარდაჭერა, სახელმწიფო დაფინანსების ზრდის ტენდენციები,  გლობალური ფონდის დაფინანსებით მიმდინარე აივ-ის და ტუბერკულოზის გრანტები, გლობალურ ფონდში წარსადგენი განაცხადების მზადების პროცესი, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის კონტროლის მიმდინარე ინიციატივებსა და მათ განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების როლ.

შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, სამთავრობო სექტორის,  საერთაშორისო ორგანიზაციების, წარმომადგენლები დაესწრნენ.