2016 წლის 20 იანვარს გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ახალი წევრების საორიენტაციო შეხვედრა. განხილულ იქნა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ფუნქიონირების წესი და პრინციპები.
2015 წლის 16-18 დეკემბერს საზედამხედველო კომიტეტმა განახორციელა ვიზიტი ზუგდიდსა და ბათუმში. ვიზიტის მიზანი იყო გლობალური ფონდის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამების მიმდინარე სტატუსის შეფასება.
საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს განცხადება საბჭოს
შემადგენლობის განახლების თაობაზე
საბჭოს შემადგენლობის განახლების მიზნით საბჭო იწვევს ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, აივ/შიდსით დაზარალებულ ჯგუფებსა და აივ-ინფიცირებულ პაციენტს გამოხატონ საბჭოში მუშაობის ინტერესი და წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატი საბჭოში გასაწევრიანებლად. მოწვევა შეეხება შემდეგ პოზიციებს:
- · ტბ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაცია (როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი) – 1 წევრი
- · აივ/შიდსით დაზარალებული ჯგუფები – 2 წევრი
- · აივ-ინფიცირებული პირი – 1წევრი
საბჭოში განაცხადების მიღება იწარმოებს 2015 წლის 15 იანვრის ჩათვლით. 15 იანვრის შემდეგ შემოსული განაცხადები აღარ განიხილება.
გთხოვთ იხილოთ განცხადების სრული ტექსტი შემდეგ ბმულზე:
http://www.georgia-ccm.ge/wp-content/uploads/CCM-FULL-TEXT-OF-ANNOUNCEMENT-GEO.pdf
1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს ტრადიცია სათავეს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს. 2015 წლის 1 დეკემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა და აივ/შიდსის პრევენციის სამუშაო ჯგუფმა (PTF) შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში, გამართეს შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი კონფერენცია სლოგანით: „დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ“.