2015 წლის 22 სექტემბერს საზედამხედველო კომიტეტმა განახორციელა ვიზიტი თანადგომის ოფისში, თელავში. ვიზიტის მიზანი იყო გლობალური ფონდის დაფინანსებით მიმდინარე შიდსის პროგრამის მიმდინარე სტატუსის შეფასება
საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს განცხადება საბჭოს
შემადგენლობის განახლების თაობაზე
საბჭოს შემადგენლობის განახლების მიზნით საბჭო იწვევს აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამ დაავადებებით დაზარალებულ ჯგუფებსა და ამჟამად დაავადების მატარებელ ან წარსულში ნამკურნალებ პაციენტებს გამოხატონ საბჭოში მუშაობის ინტერესი და წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატი საბჭოში გასაწევრიანებლად. მოწვევა შეეხება შემდეგ პოზიციებს:
· აივ/შიდსის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები (როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი)- 3 წევრი
· ტბ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები (როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი) – 2 წევრი
· აივ/შიდსით დაზარალებული ჯგუფები – 3 წევრი
· ტბ დაზარალებული ჯგუფი – 1 წევრი
· აივ-ინფიცირებული პირი – 1წევრი
· ტუბერკულოზით ამჟამად დაავადებული ან წარსულში ნამკურნალები პირი – 1წევრი
საბჭოში განაცხადების მიღება იწარმოებს 2015 წლის 20 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე პერიოდში. 30 ოქტომბრის შემდეგ შემოსული განაცხადები აღარ განიხილება.
გთხოვთ იხილოთ განცხადების სრული ტექსტი შემდეგ ბმულზე: http://www.georgia-ccm.ge/?page_id=2020
2015 წლის 4 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭომ გამართა საკონსულტაციო შეხვედრა ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა საბჭოს განახლებასთან დაკავშირებული საკითხები.