ივლისი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
არქივები

2015 წლის 15 აპრილს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 78- სხდომა გაიმართა.

სხდომას უძღვებოდა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე -ნი თამარ გაბუნია.

სხდომის მსვლელობისას მოხდა გლობალური ფონდში წარსადგენი აივ/შიდსის კონცეფციის დოკუმენტის და საქართველოს აივ/შიდსის ეროვნული სტრატეგიის 2016-2018 წწ დამტკიცება. მოსმენილ იქნა ინფორმაცია აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პროგრამული და ფინასური მდგრადობის დაგეგმარების კვლევის შესახებ

 

ჟენევა, შვეიცარია. 31 მარტი-1 აპრილი 2015 წელი

გლობალური ფონდის გამგეობის 33-ე სხდომა გაიმართა 2015 წლის 31მარტს-1 აპრილს ჟენევაში, შვეიცარიაში.

წყარო: http://www.theglobalfund.org

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.theglobalfund.org/en/board/meetings/thirtythird/

ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა გრძელვადიან ხელშეკრულებას საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფთან: Global Alliance for Health and Social Compact.

წყარო: http://www.moh.gov.ge

მეტი ინფორმაციისათვის გადადით შემდეგ ბმულზე: http://www.moh.gov.ge/index.php?sec_id=10&lang_id=GEO&info_id=0&mod_id=0&new_year=0&limit=0&date=&new_month=&entrant=2

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის ხელშეწყობით ითარგმნა ტუბერკულოზის შემთხვევის ახალი განმარტებები და ადაპტირდა აღრიცხვის ფორმების ჯანმო-ს რეკომენდაციების მიხედვით. ჯანმოს ახალი დოკუმენტის მიხედვით განახლებულია ტუბერკულოზისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევის წინა სტანდარტული განმარტებები, კატეგორიები, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება შედეგები და ტუბერკულოზის სტანდარტული ანგარიშგების ჩარჩო. შესწორებული დეფინიციები და ფორმები დამტკიცდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. ტუბერკულოზის პრევენციის პროექტმა შეიმუშავა სასწავლო პროგრამა ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით განახლებული დეფინიციების და ანგარიშგების სისტემის დანერგვისათვის. ტრენინგები ჩატარდა 2015 წლის თებერვალსა და მარტში,  და მასში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყო ყველა ფთიზიატრი და ასევე ლაბორატორიული პერსონალი, რომელიც ჩართულია ტუბერკულოზის დიაგნოსტიკაში საქართველოში.