ივლისი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
არქივები

2015 წლის 18 თებერვალს გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ახალი წევრების საორიენტაციო ტრენინგი. დამსწრე საზოგადოებამ განიხილა გლობალური ფონდის რეგულაციები და მოთხოვნები, კონცეფციის დოკუმენტების შემუშავების პროცესი, აივ/შიდსის და ტუბერკულოზის ეპიდემიოლოგიური მონაცემები; საბჭოს მოქმედების და საზედმახედველო ფუნქციის შემდგომი გაუმჯობესების შესაძლო მექანიზმები.

2015 წლის 18 თებერვალს საზედამხედველო კომიტეტმა განახორციელა ვიზიტი შიდსით დაავადებულ პაციენტთა დახმარების ფონდში. ვიზიტის მიზანი იყო გლობალური ფონდის დაფინანსებით მიმდინარე შიდსის პროგრამის მიმდინარე სტატუსი შეფასება

ტუბერკულოზისა და აივ-შიდსის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში საქართველოს არსებით დახმარებას უწევს შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი. გლობალურ ფონდთან თანამშრომლობის გაგრძელებისა და დამატებითი დაფინანსების მისაღებად შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობით დაიწყო განაცხადების (ე.წ. კონცეფციის დოკუმენტების) შემუშავება. განაცხადები ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური მონაწილეობისა და დიალოგის რეჟიმში მზადდება. სამთავრობო და არასამთავრობო, აგრეთვე დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ჩამოყალიბდა ორი სამუშაო ჯგუფი. აივ/შიდსის ჯგუფი 2015 წლის 20 აპრილამდე შეიმუშავებს აივ/შიდსის, ხოლო ტუბერკულოზის ჯგუფი 2015 წლის 15 ივლისამდე მოამზადებს ტუბერკულოზის განაცხადს გლობალურ ფონდში წარსადგენად. საკოორდინაციო საბჭო მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების, განსაკუთრებით კი ტუბერკულოზითა და შიდსით დაზარალებული მოსახლეობის ჩართვას სამუშაო პროცესში. ჯგუფების შეხვედრები ღიაა და მასზე დასწრება შესაძლებელია ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

დეტალური ინფორმაცია გლობალური ფონდის დაფინანსების ახალი მოდელის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.theglobalfund.org/en/fundingmodel/

შეკითხვებით და დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით გთხოვთ მიმართოთ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს:

ირინა გრძელიძე, აღმასრულებელი მდივანი. secretary@ccm.caucasus.net ტელ: 51 00 11 (0615);

ნათია ხონელიძე, ადმინისტრაციული ასისტენტი. admin.ccm@caucasus.net. ტელ: 51 00 11 (0616)


 

2015 წლის 12 თებერვალს სასტუმრო ძველ თბილისში გაიმართა ერთდღიანი სამუშაო შეხვედრა  აივ/შიდსის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების თაობაზე. შეხვედრის ორგანიზატორია ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო. ღონისძიება გაიმართა საფრანგეთის „5% ინიციტივის“ ფინანსური მხარდაჭერით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის „5% ინიციატივის“ ექსპერტები, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრები, დონორი ორგანიზაციების,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის, ასევე  სამოქალაქო სექტორის, მათ შორის სათემო ორგანიზაციებისა და ზიანის შემცირების ქსელის წარმომადგენლები. შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა ეროვნული სტრატეგიული გეგმის ამოცანები და ინტერვენციები.