ივლისი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
არქივები

2014 წლის 28 ნოემბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 75-ე სხდომა გაიმართა.

სხდომას უძღვებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, ბ-ნი დავით სერგეენკო.

სხდომის მსვლელობისას საზედამხედველო  კომიტეტმა წარადგინა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის გრანტების საზედამხდეველო ინსტრუმნეტი (დეშბორდი). ინსტრუმენტი შემუშავდა GIZ-ის ტექნიკური დახმარებით.

სსდომის მსვლელობისას დამტკიცდა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის კონცეფციის დოკუმენტების შემუშავების სამუშაო ჯგეფების შემადგენლობა. აღინიშნა, რომ ჯგუფების შეხვედრები ღიაა და მასზე დასწრება შესაძლებელია ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

სხდომაზე განხილულ იქნა კონცეფციის მზადების პროცესი, გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საზოგადოებას 2 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

წყარო: www.moh.gov.ge

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

http://www.moh.gov.ge/index.php?sec_id=10&lang_id=GEO&info_id=0&mod_id=0&new_year=0&limit=0&date=&new_month=&entrant=8

2014 წლის 26 დეკემბერს საზედამხედველო კომიტეტმა განახორციელა ვიზიტი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით პრაქტიკული ცენტრში. ვიზიტის მიზანი იყო გლობალური ფონდის დაფინანსებით მიმდინარე შიდსის პროგრამის მიმდინარე სტატუსი შეფასება

2014 წლის 25 დეკემბერს საზედამხედველო კომიტეტმა განახორციელა ვიზიტი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში.

ვიზიტის მიზანი იყო გლობალური ფონდის დაფინანსებით მიმდინარე ტუბერკულოზის პროგრამის მიმდინარე სტატუსი შეფასება